Accentnews.ge
ბორელი – დარჩიაშვილს: ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში

ბორელი – დარჩიაშვილს: ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში

08/09/2023 07:26:40 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს 12 ევრორეკომენდაციის შესრულებაში. ამის შესახებ მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში.

საგარეო უწყებიდან ჯოზებ ბორელმა საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან მართავს შეხვედრას. ჯოზეფ ბორელი საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ყველა პარტიული ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენელს ხვდება. კერძოდ, შეხვედრაზე იმყოფებიან: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, ხალხის ძალის წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი, ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი, პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის" წარმომადგენელი სანდრო რაქვიაშვილი, „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, „ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე, „ლელოს" წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, „მოქალაქეების“ წევრი ალექსანდრე ელისაშვილი.

მოგვიანებით, ბორელი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. აუდიენციაა დაგეგმილი ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორთანაც გამართავს შეხვედრას.

გარდა ამისა, დღესვე ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე შექმნილ ვითარებას გაეცნობა.

ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია. მისი ვიზიტი დღეს დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S