Accentnews.ge
მოსკოვში პროვოკაცია ამჯერად სომხეთში რუსი პროპაგანდისტების დაკავებას უწოდეს

მოსკოვში პროვოკაცია ამჯერად სომხეთში რუსი პროპაგანდისტების დაკავებას უწოდეს

08/09/2023 07:50:52 კავკასია

რუსეთში პროვოკაციად შეაფასეს სომხეთში პრორუსი ჟურნალისტის და ბლოგერის დაკავება და დაუსახელებელი "ძალები" დაადანაშაულეს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესების მცდელობაში.

7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთში ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვის თაობაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 7 პირი დააკავეს, მათ შორის არიან რუსეთის პოპაგანდისტული მედიარესურსის „სპუტნიკის“ სომხური სამსახურის ჟურნალისტი აშოტ გევორქიანი და პრორუსი ბლოგერი მიქაელ ბადალიანი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ერევანში მიმდინარე რუსულ-სომხური მედიაფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ გევორქიანის და ბადალიანის დაკავება არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია მოსკოვისა და ერევნის კავშირების გაუარესებისკენ.

ზახაროვას მტკიცებით, ამის უკან დგანან ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული რუსეთის და სომხეთის და მათი ხალხების დაახლოებით და მიზნად ისახავენ სიძულვილის და უნდობლობის დათესვას. ზახაროვას კონკრეტული "ძალა" არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ ამაში "დასავლეთმა დიდი ინვესტიცია ჩადო":

"ბოლო დროს დასავლეთი განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს რუსეთსა და სომხეთს შორის დაპირისპირების შესაქმნელად".

ინფორმაციისთვის: რუსეთ–სომხეთის ურთიერთობების თემაზე საუბრისას რუსული პროპაგანდისტული მედია "არამეგობრულს" უწოდებს ერევანში მიღებულ რიგ გადაწყვეტილებებს. მათ შორის სახელმდება ამერიკულ–სომხური ერთობლივი წვრთნები, რომელიც სექტემბერშია დაანონსებული და ჩატარება სამხრეთ კავკასიის ამ სახელმწიფოში, ასევე სომხეთის პრემიერ–მინისტრის მეუღლის ვიზიტი კიევში.

ბოლო პერიოდში რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობები გამწვავდა, მხარეები რეგულარულად აჟღერებენ ურთიერთბრალდებებს.

იხილეთ ასევე: "რუსეთმა ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა": ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S