
გურჯაანში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კოლა გაბიტაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა
08/09/2023 08:06:30 სამართალი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 35 წლის თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კოლა გაბიტაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის დროს სრულად განადგურებულია სახლის ორივე სართული.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.