ბორელი – საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნაზე: ეს არის დეზინფორმაცია, შეშლილობა იქნება, ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა
08/09/2023 09:34:19 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "პროპაგანდას" უწოდებს.
"მეორე ფრონტის გახსნაზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პროპაგანდა და დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. არ მოისმინოთ ამ ხმებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება, რადგან ეს ქმნის პრობლემას, ხალხის გონების მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რათა უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით მათ "თავი აქვთ გამოჩენილი" მთელ მსოფლიოში", – განაცხადა ბორელმა.


