Accentnews.ge
ბორელი: ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს, მაგრამ პროცესი დამსახურებაზეა დამოკიდებული, ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის

ბორელი: ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს, მაგრამ პროცესი დამსახურებაზეა დამოკიდებული, ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის

08/09/2023 10:01:09 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღება დამსახურებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია. არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად, უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი დამსახურებაზეა დამოკიდებული, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პროცესები, თქვენზეა ეს საქმე. მე ნუ მეუბნებით. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის. ამიტომ ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა ჩადეთ მოთხოვნების შესრულებაში. ესაა კარგი და სწორი მიდგომა“, -მიმართა ბორელმა ჟურნალისტს.

ბორელის პასუხს გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის და აღნიშნა, რომ ასე მარტივად არ დააყენებდა ამ საკითხს:

"მე მარტივად არ დავაყენებდი ამ საკითხს, როგორც ბატონმა ბორელმა განმარტა სტუდენტის და პროფესორის მაგალითზე. გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში ვიმყოფებით. ჩვენი მთავარი არგუმენტი, ბატონო ჯოზეფ, არის შემდეგი - ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ბონუსად, ავანსად სტატუსი ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი. კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი - ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ესაა უსამართლობა. არ ვეგუებით უსამართლობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, იყოს სამართლიანი. რაც შეეხება, რა გზავნილი იქნება ასეთ ვითარებაში, როცა არავინ იცის, როგორ დასრულდება უკრაინაში ომი, არავინ არ იცის როდის და როგორ დასრულდება ომი და როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ასეთ ვითარებაში, მით უმეტეს, მთავარ არგუმენტს გავიმეორებ, მოლდოვას და უკრაინას ავანსად მიეცით სტატუსი, ჩვენ არ მოგვეცით სტატუსი შარშან, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში ნებისმიერი ნეგატიური მესიჯი, საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური გზავნილი რუსეთისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S