Accentnews.ge
შსს გურიაში სტიქიას გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს გურიაში სტიქიას გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

08/09/2023 10:02:55 რეგიონები, საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი და მობილიზებლი ტექნიკა

"ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელ ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია", - ნათქვამია შსს განცხადებაში.

მაშველებმა იპოვეს ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და გრძელდება 2პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები.

შსს-ს ცნობით, "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები."

8 აგვისტოს სტიქიის გამო გურიის მუნიციპალიტეტის მრავალი სოფელი დაზარალდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი., დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S