Accentnews.ge
სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

08/09/2023 10:13:11 რეგიონები, საზოგადოება

ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი და 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები,– იტყობინება შს სამინისტრო.

მანამდე სტიქიის შედეგად დანგრეულ სახლში იპოვეს არასრულწლოვანი ცხედარი.

უწყების ცნობით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

"მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს",– მიმართავს შსს მოქალაქეებს.

8 აგვისტოს სტიქიის გამო გურიის მუნიციპალიტეტის მრავალი სოფელი დაზარალდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი., დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S