Accentnews.ge
ჯოზეფ ბორელი: ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია, ყველა პოლიტიკური ძალა ერთად უნდა მუშაობდეს ამ პროცესში

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია, ყველა პოლიტიკური ძალა ერთად უნდა მუშაობდეს ამ პროცესში

08/09/2023 10:10:25 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე.

ბორელმა თქვა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ ქვეყანას მიენიჭის კანდიდატის სტატუსი.

"ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან, უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა ჰქონდეს უმცირესობას, ეს არის ერთობლივი ძალისხმევა. რაც შეეხება მთავრობას და მმართველ პარტიას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული, რო პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ. შემდეგი ნაბიჯები ევროპეიზაციის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე და შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწეული 12 რეკომენდაციის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ, ეს ჩვენს დასკვნაში, რომ ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 შესასრულებელია. თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. უპირველესად უნდა მოხდეს დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის შესასრულებლად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არა მარტო იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ, ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს, მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს", – განაცხადა ბორელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S