Accentnews.ge
ჯოზეფ ბორელი: თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა, რუსეთს გაუხარდება

ჯოზეფ ბორელი: თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა, რუსეთს გაუხარდება

08/09/2023 10:28:33 პოლიტიკა

რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულპრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეფორმების მიმართულებით საქართველოსა და ქართველი ხალხის ძალისხმევა ყველა ანგარიშში ობიექტურად იქნება ასახული.

„რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა. ყველა ქვეყანა განსხვავებულია, ყველა ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სიტუაცია გააჩნია. მინდა დაგარწმუნოთ და ქართველები დავარწმუნო, რომ ძალისხმევა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეფორმების მიმართულებით იქნება დაფასებული. ასევე, ევროპული ინსტიტუტები და ყველა ის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც არის წარმოებული, ყველა მათგანში აღნიშნული იქნება ეს და ობიექტური გზით გაკეთებული“, - განაცხადა ბორელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S