Accentnews.ge
სტიქია გურიაში: ადამიანი ე.წ. „ვიშკაზეა“  ასული და ვერ ჩამოგვყავს, მდინარის პირასაა, წყლის დონე მატულობს

სტიქია გურიაში: ადამიანი ე.წ. „ვიშკაზეა“  ასული და ვერ ჩამოგვყავს, მდინარის პირასაა, წყლის დონე მატულობს

08/09/2023 10:30:41 რეგიონები, საზოგადოება

გურიის სოფლებში, რომელთაც 8 სექტემბერს სტიქია დაატყდათ თავს, ვითარება რთული რჩება, გრძელდება სამძებრო–სამაშველო ღონისძიებები.

შსს–ს ცნობით, სტიქიის ზონაში 200–მდე მეხანძრე–მაშველი მუშაობს, პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივები, პოლიცია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ორი ადამიანის ცხედარი, ერთის ადამიანის ძებნა გრძელდება.

სუფსის გამებლის დავით გუმბარიძის ინფორმაციით, ერთ–ერთ სოფელში ადამიანი, რომელსაც წყლის ნაკადმა მანქანა გასტაცა, სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება.

„მდინარემ დატოვა კკალაპოტი და გადმოდის სოფლებში. შეძლებისდაგვარად მუშაობს სამაშველო სამსახური, ჩვენც ჩართულები ვართ, გვეხმარება პოლიცია. ხდება ადამიანების გამოყვანა სადაც არ არის მეორე სართულები და პირველი სართულები დაბალია. ადგილობრივები მუშაობენ – ნავებით გამოჰყავთ, პოლიციელებიც გვეხმარებიან, ხელით გამოჰყავთ ხალხი შეძლებისდაგვარად. წვიმა არ იკლებს, წყლის დონე მატულობს და არ ვიცით, რა გვეშველება.

მეორე სოფელში ადამიანი სიმაღლეზე – ე.წ. „ვიშკაზეა“ ასული და ჩამოყვანა ვერ ხერხდება, მდინარის პირასაა, მანქანა წყალმა გასტაცა. როგორც ვიცი, ვერტმფრენი თბილისიდანაა გამოძახებული და ველოდებით ჩამოსვლას, რომ იმ ადამიანის მოხსნა მოხერხდეს“,– ამბობს გამგებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S