Accentnews.ge
ბორელი: ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მინდა, ქართველები დავარწმუნო, რომ რეფორმების მიმართულებით ძალისხმევა იქნება დაფასებული

ბორელი: ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მინდა, ქართველები დავარწმუნო, რომ რეფორმების მიმართულებით ძალისხმევა იქნება დაფასებული

08/09/2023 10:31:16 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სიტუაცია გააჩნია და აღნიშნავს, რომ რეფორმების მიმართულებით საქართველოს ძალისხმევა სატანადოდ იქნება დაფასებული. ამის შესახებ მან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა. ყველა ქვეყანა განსხვავებულია, ყველა ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სიტუაცია გააჩნია. მინდა, დაგარწმუნოთ და ქართველები დავარწმუნო, რომ ძალისხმევა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეფორმების მიმართულებით იქნება დაფასებული. ასევე, ევროპული ინსტიტუტები და ყველა ის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც არის წარმოებული, ყველა მათგანში აღნიშნული იქნება ეს და ობიექტური გზით იქნება გაკეთებული“, - განაცხადა ბორელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S