Accentnews.ge
ბორელი: საქართველო– ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს

ბორელი: საქართველო– ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს

08/09/2023 10:51:12 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, საქართველო– ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ამის შესახებ მან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"დიახ, საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერთან აღნიშნულზე საუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვახსენეთ ეს თავაზიანად. ეს საკითხი, მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იყოს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან შესაბამისობისობაში უნდა მოვიდეს, ყველა ქვეყნის მოთხოვნაც არის ეს“, – განაცხადა ბორელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S