ბორელი: ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებით ბრძოლის კუთხით საქართველო კარგად მუშაობს
08/09/2023 11:02:51 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებით ბრძოლის კუთხით საქართველო კარგად მუშაობს.
ამის შესახებ მან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"დიახ, საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერთან აღნიშნულზე საუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვახსენეთ ეს თავაზიანად. ეს საკითხი, მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულების ბრძოლის კუთხით საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იყოს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან შესაბამისობისობაში უნდა მოვიდეს, ყველა ქვეყნის მოთხოვნაც არის ეს“, – განაცხადა ბორელმა.


