Accentnews.ge
ოსურმა მხარემ დე ფაქტო საზღვარი მძიმე პაციენტებისა და პენსიონერებისთვის გახსნილად გამოაცხადა

ოსურმა მხარემ დე ფაქტო საზღვარი მძიმე პაციენტებისა და პენსიონერებისთვის გახსნილად გამოაცხადა

04/12/2019 12:56:35 კონფლიქტები

ოსურმა მხარემ დე ფაქტო საზღვარი მძიმე პაციენტებისა და პენსიონერებისთვის გახსნილად გამოაცხადა. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს 2 დეკემბრის სხდომაზე მიღებული ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ოსური მხარე  ახალგორის ოკუპირებული რაიონის მიმართვას ასახელებს. 

გარდა ამისა, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აზუსტებს, რომ ახალგორელ პენსიონერებს ორ თვეში ერთხელ პენსიის მისაღებად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოუშვებენ, თუმცა ეს გავრცელდება ე.წ. ოსური და რუსული მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც საპენსიო თანხას საქართველოში იღებენ მანამ, სანამ მათ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპენსიო ფონდში აღრიცხვაზე არ აიყვანენ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S