
შუახევის მერიის შენობასთან ხმაურია
04/12/2019 13:20:01 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, რეგიონები
შუახევის მერიის შენობასთან ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები აქციას მართავენ და შუახევის მერიის შენობაში განთავსებულ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროში შესვლას ითხოვენ. ისმის სასტვენების ხმა, ასევე შეძახილები „მონა“.
მანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლებმა აქცია ხულოში გამართეს.
ცნობისთვის: გუშინ დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, ქობულეთის საკრებულოსა და მცხეთის მერიასთან.