
მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
04/12/2019 13:29:14 სხვა, საზოგადოება
მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულის მიზეზი დაკვამლიანება გახდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაკვამლიანება ტექნიკურმა გაუმართავობამ გამოიწვია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დაკვამლიანების შესახებ ინფორმაცია 17:00 საათზე მიიღეს.
მეტროს სადგურმა მუშაობა დაახლოებით 1 საათის შემდეგ განაახლა.