Accentnews.ge
მსოფლიო ლიდერები სავარაუდოდ, ტრამპზე ხუმრობენ (ვიდეო)

მსოფლიო ლიდერები სავარაუდოდ, ტრამპზე ხუმრობენ (ვიდეო)

04/12/2019 13:57:04 სხვა, მსოფლიო

მსოფლიო ლიდერები, რომლებიც ლონდონში მიმდინარე ნატო–ს ლიდერთა სამიტში მონაწილეობენ, სავარაუდოდ, აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ხუმრობენ.

შესაბამის ვიდეოში, რომელსაც ბრიტანული მედიასაშუალებები ავრცელებენ, კანადის პრემიერი ჯასტი ტრუდო, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრინცესა ანა და ნიდერლანდების პრემიერი ფიგურირებენ. 

ვიდეოში ჯონსონი ეკითხება მაკრონს: "ამიტომ დააგვიანა?" ჯონსონის შეკითხვას ტრუდოს რეპლიკა მოჰყვა: "მან დააგვიანა, რადგან 40-წუთიანი პრესკონფერენცია ჰქონდა. მოგვიანებით საუბარში მაკრონი ერთვება, თუმცა მისი ხმა არ ისმის. შემდეგ ლიდერებთან დიდი ბრიტანეთის პრინცესა ანა მიდის, რა დროსაც ტრუდო აცხადებს: "თქვენ ნახეთ, მის გუნდს ყბა როგორ ჩამოუვარდა".

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, მართალია ვიდეოში ტრამპის სახელი არ ისმის, თუმცა მსოფლიო ლიდერები სავარაუდოდ, მასზე საუბრობდნენ, რადგან აშშ-ს პრეზიდენტი გრძელი პრეს–კონფერენციებით გამოირჩევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S