Accentnews.ge
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 632–მდე გაიზარდა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 632–მდე გაიზარდა

09/09/2023 08:30:26 მსოფლიო

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 632–მდე გაიზარდა. ჰოსპიტალიზებულია 329 ადამიანი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, გუშინ მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქალაქ მარაკეშის ტურისტული ცენტრიდან 71 კილომეტრში ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა. მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის, მეჩეთის მინარეთი დაინგრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S