Accentnews.ge
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

09/09/2023 16:21:24 მსოფლიო

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ჰოსპიტალიზებულია 600–ზე მეტი ადამიანი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, გუშინ მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქალაქ მარაკეშის ტურისტული ცენტრიდან 71 კილომეტრში ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა. მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის, მეჩეთის მინარეთი დაინგრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S