
მოსკოვის პროტესტის ფონზე, სომხეთში სტარტი აიღო სომხურ–ამერიკულმა სამხედრო წვრთნებმა
11/09/2023 08:01:13 კავკასია
11 სომხეთში მოსკოვის უკმაყოფილების ფონზე სტარტი აიღო სომხურ–ამერიკულმა სამხედრო წვრთნებმა „არწივი პარტნიორი 2023“ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში.
როგორც იუწყებიან, წვრთნები, რომელიც 20 სექტემბრამდე გაგრძელდება, მოიცავს ოპერაციებს კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციას სამშვიდობო ამოცანების შესრულებისას.
სწავლების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თავსებადობის დონის ამაღლება, სარდლობისა და შტაბების ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და ასევე სომხური ქვედანაყოფების ოპერატიული მზადყოფნის გაუმჯობესება ნატოს ოპერატიული პოტენციალის კონცეფციის ფარგლებში შეფასებისთვის.
ოფიციალური მოსკოვი გასული კვირის განმავლობაში არაერთგზის გამოეხმაურა უარყოფითად სომხეთში დაანონსებულ წვრთნებს. მათ შორის ხსენებული წვრთნები დასახელდა მოსკოვის მხრიდან ერევნის მიერ გადადგმულ "არამეგობრულ ნაბიჯად", რის გამოც სომხეთის ელჩს გადაეცა საპროტესტო ნოტა.
იხილეთ ასევე: "რუსეთმა ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა": ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის