
პერლ ჰარბორის ბაზაზე დაჭრილი ორი ადამიანი გარდაიცვალა
05/12/2019 05:41:45 სხვა, მსოფლიო
ამერიკელი საზღვაო ქვეითის მიერ პერლ ჰარბორის სამხედრო ბაზაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი სამიდან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია სამხედრო ბაზის სარდლობამ დაადასტურა. მესამე დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
საზღვაო ქვეითმა, რომლის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ, თავი მოიკლა.