
საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა იგეგმება
05/12/2019 06:20:03 სხვა, მსოფლიო
საფრანგეთში, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები და გაფიცვა იგეგმება,– იუწყება BBC.
საზოგადოების პროტესტი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მოჰყვა, რომელიც ქულათა სისტემის შემოღებას გულისხმობს და დასაქმებულთა პენსიაზე გასვლის ასაკის მატებას, ან შემცირებულ პენსიას ითვალისწინებს.
საყოველთაო გაფიცვებში პოლიციის, საავადმყოფოების, აეროპორტების, სკოლების და სატრანსპორტო კომპანიების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას.
საზოგადოებრივი კვლევა, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენებს, რომ მოსახლეობის 69% მხარს უჭერს გაფიცვას.