Accentnews.ge
ზელენსკი: გინახავთ პუტინის კომპრომისი საქართველოში, მოლდოვაში?

ზელენსკი: გინახავთ პუტინის კომპრომისი საქართველოში, მოლდოვაში?

11/09/2023 11:36:19 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან რაიმე სახის კომპრომისს გამორიცხავს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, რას ფიქრობს მოწოდებებზე, მათ შორის ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულას მხრიდან, რომლის თანახმად, აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკება და კომპრომისები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ კომპრომისი შესაძლებელია იმ ხალხთან, ვინც ამისთვის მზად არის:

„გინახავთ პუტინის რაიმე კომპრომისი სხვა საკითხებში? ვინმეს უნახავს? ჩეჩნეთთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან? მან ამ ქვეყნების ოკუპაცია მოახდინა და ეს ხალხები გაყო“.

უკრაინის პოზიციაა, რომ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული ჯარი დატოვებს უკრაინის მთელ ტერიტორიას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ საზღვრებშია არა მხოლოდ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის – 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ 2014 წელს ანექსირებული ყირიმი და სევასტოპოლიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S