
"რუსეთი NATO-ს მტერი აღარაა, რიგ საკითხში პარტნიორიცაა"
05/12/2019 07:03:10 სხვა, მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთი NATO-ს მტერი აღარ არის. მისი აზრით, რუსეთი კვლავ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა გარკვეულ საკითხებში პარტნიორიც არის.
"ვინ არის NATO-ს მტერი? რუსეთი მტერი აღარაა. ის კვლავ რჩება საფრთხედ, მაგრამ ამასთანავე რიგ საკითხებში პარტნიორიცაა. სადღეისოდ ჩვენი მტერი საერთაშორისო ტერორიზმი, განსაკუთრებით ისლამისტური ტერორიზმი", – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში ლონდონში ალიანსის ლიდერების სამიტის მიმდინარეობის პარალერურად.
ცნობისთვის: მსგავსი განცხადება მაკრონმა NATO-ს ლიდერთა სამიტამდე რამდენიმე დღით ადრეც გააკეთა.