20 სექტემბერს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თეა წულუკიანს მოუსმენენ
11/09/2023 11:52:23 პოლიტიკა
20 სექტემბერს პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ.
წულუკიანი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.
მინისტრი გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება პოლიტიკური დებატები.


