Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე ინტერესი, მათ შორის ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე ინტერესი, მათ შორის ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს

11/09/2023 12:23:17 პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტისადმი ჩინურ ინტერესს ადასტურებს.

"რაც შეეხება ჩინური კომპანიების შესაძლო მონაწილეობას, ან დაინტერესებას, ხედავთ, რომ ჩინური კომპანიები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ჩინური კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში. გიდასტურებთ, რომ არსებობს ჩინური კომპანიების მხრიდანაც ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე ინტერესი, თუმცა არამხოლოდ ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია ბევრი სხვა საერთაშორისო, კვალიფიციური გამოცდილი კომპანია. როდესაც ვთქვით, რომ ანაკლიის განვითარებას ვიწყებთ ახლებური მიდგომით, ეს ოპონენტებმა შეაფასეს, როგორც უტოპია, შეუძლებელი, თუმცა დღეს ცალსახად ჩანს ინტერესი. ამ პროცესში დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან. ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან", – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა, სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში პირველი ეტაპის შეფასება დასრულდეს, შემდეგ კი მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან:

"შერჩევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში გვექნება პირველი ეტაპის შეფასების დასრულება. ალბათ, შემოდგომით მეორე ეტაპზე გადავალთ, როდესაც მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან. ის კომპანიები, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, პრეტენდენტები იქნებიან, ვისთანაც დავიწყებთ უშუალო კონკრეტული ტექნიკური პირობების შეთანხმებას“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე, მათ შორის ანაკლიის თემაზეც ისაუბრა. პროცესზე დამკვირვებლებს აქვთ მოლოდინი, რომ სტრატეგიული პროექტი ჩინური ინვესტიციებით აშენდება, რის მიმართაც, ქვეყნის დეკლარირებული კურსის გათვალისწინებით, არაერთგავროვანი დამოკიდებულებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S