Accentnews.ge
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს

05/12/2019 07:07:42 სხვა, სამართალი

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.

შსს ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.

“კურიერთან” სატელეფონო საუბარში საპატრიარქოს პრეს-მდივანი აცხადებს, რომ სასულიერო პირის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა.

“მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო ჯერ დაელოდება სამართალდამცველების დასკვნას. ხომ შეიძლება, ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წინასწარი გამოძიება ვაწარმოოთ,”- განაცხადა  საპატრიარქოს პრეს-მდივანმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S