Accentnews.ge
თეირანი: ბაქომ დაგვარწმუნა, რომ სამხედრო თავდასხმის განხორციელებას არ აპირებს

თეირანი: ბაქომ დაგვარწმუნა, რომ სამხედრო თავდასხმის განხორციელებას არ აპირებს

11/09/2023 13:47:50 კავკასია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ნასერ კანანის განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაარწმუნა თეირანი, რომ სამხედრო თავდასხმას არ აპირებს.

„ჩვენ კონტაქტში ვართ როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის ხელისუფლებასთან. სომხეთის ხელისუფლებამ გამოთქვა შეშფოთება აზერბაიჯანის შესაძლო ახალი სამხედრო მოქმედებების გამო“, - განაცხადა ირანის დიპლომატიური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, "ბაქომ აცნობა ირანს, რომ არ აპირებდა სამხედრო თავდასხმის განხორციელებას და რომ უახლესი სამხედრო მოძრაობები იყო ჩვეულებრივი გადაადგილება ზამთრის სეზონის წინ, რადგან მთიან რაიონებში გადაადგილება ზამთარში რთულდება".

კანანმა გაიმეორა ოფიციალური თეირანის პოზიცია: ირანი მგრძნობიარეა ჩრდილოელ მეზობლებთან საერთო საზღვრების უსაფრთხოების მიმართ და აგრძელებს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს მჭიდრო მონიტორინგს.

„გარწმუნებთ, რომ ირანის საზღვრები დაცულია“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ნასერ კანანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უსაფრთხოებისა და მშვიდობის მისაღწევად.

„ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილია, ამ რეგიონის მაცხოვრებლების უფლებები და უსაფრთხოება მკაფიო მექანიზმით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S