Accentnews.ge
ბორელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს, ვიმედოვნებთ, ქართველი ლიდერები შანსს არ გაუშვებენ

ბორელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს, ვიმედოვნებთ, ქართველი ლიდერები შანსს არ გაუშვებენ

12/09/2023 05:31:52 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი, რომელიც საქართველოს 7–8 სექტემბერს სტუმრობდა, აცხადებს, რომ ქართველმა ლიდერებმა ბლოკის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. ამის შესახებ იგი საკუთარ ბლოგში წერს.

"ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის მკაფიოა: საქართველოს შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. გვინდა, საქართველო ევროპულ გზაზე წარმატებული ვიხილოთ და ვიმედოვნებთ, ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა", - აცხადებს ბორელი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტს იხსენებს და იმეორებს იმ სამ ძირითად გზავნილს, რომელიც მან თბილისში სტუმრობისას გააჟღერა.

"მე სამი ძირითადი გზავნილი მაქვს:

1 – უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს.

2 – ეს გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭირო იქნება. მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორები კოორდინერებულად თანამშრომლობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი და ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და აღიარებული იქნეს. ასევე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის.

3 – ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია".

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის.

გარდა ამისა, ბლოგში ბორელი საუბრობს საქართველო– ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის მაჩვენებელზე და აღნიშნავს, რომ ის უნდა გაუმჯობესდეს.

ამასთან, მან კვლავ დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო:

"ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რამაც თბილისი რუსების ევროპაში შემოყვანის ჰაბად აქცია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S