
ბათუმში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის ბიუროსთან აქცია იმართება
05/12/2019 08:19:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის მუხრან ვახტანგაძის ბიუროსთან საპროტესტო აქცია იმართება.
აქციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გამარჯვებული საქართველოს“ აქტივისტები, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივისა“ და „ახალგაზრდა ლიდერების“ წევრები მართავენ.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ყველა ის დეპუტატი "ბიძინა ივანიშვილის მონაა, რომელმაც მოსახლეობს არჩევანი წაართვა და პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დაუჭირა მხარი".
მუხრან ვახტანგაძე იმ "ამბოხებულ დეპუტატებს" შორისაა, რომლებმაც მისივე პარტიის წარდგენილ საარჩევნო კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
"ნაციონალური მოძრაობის" და ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტებმა, ბათუმის მერიის შენობაზე სიტიკერი გააკრეს.