Accentnews.ge
  პოლონეთში, სათხილამურო კურორტზე აფეთქებისას ხუთი ადამიანი დაიღუპა

პოლონეთში, სათხილამურო კურორტზე აფეთქებისას ხუთი ადამიანი დაიღუპა

05/12/2019 09:17:34 სხვა, მსოფლიო

პოლონეთის ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე, საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ინციდენტის შედეგად ჩამოინგრა სამსართულიანი სახლი. ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი მაშველი და 50-მდე სამართალდამცველი.

ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მძიმე ტექნიკის ჩართვა შეუძლებელი აღმოჩნდა, რის გამოც მაშველებს ნანგრევების გაწმენდა ცოცხალი ძალის გამოყენებით უწევთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S