
თუშეთში, ერთ-ერთ სახლში, დაახლოებით 1 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს
12/09/2023 07:57:07 სამართალი
თუშეთში, სოფელ ომალოში, ერთ-ერთ სახლში, დაახლოებით 1 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი სახლის მეპატრონემ იპოვა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.
ადგილზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცია.