Accentnews.ge
თეიმურაზ კუპატაძე:  ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 ადამიანია დაკავებული,მათ შორის ერთი პირი ნარკოტიკულ საშუალებებს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა

თეიმურაზ კუპატაძე:  ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 ადამიანია დაკავებული,მათ შორის ერთი პირი ნარკოტიკულ საშუალებებს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა

12/09/2023 09:41:16 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-ზე მეტი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია გრძელდება და პოლიცია ამბობს, რომ დაკავებულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, რომ რამდენიმე ეტაპად განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და თანხა. დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 41 პირი, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. ისინი იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები.

რაც შეეხება ლოკაციებს, თუ სად იყო განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ეს სეროზულ გამოწვევას წარმოადგენს.

მისივე თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ამ მიმართულებით ცალკე დანაყოფი მუშაობს.

„ალბათ, საზოგადოებამ იცის,რომ სხვადასხვა ლოკაციებზე ხდება ნარკოტიკული საშუალებებს განთავსება და ეს არის: სადარბაზოები, სასაფლაოები, სკვერები, პარკები და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ, სადაც ტექნიკური საშუალებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ამ ადამიანების იდენტიფიცირება და შემდგომში დაკავება ხდება. მინდა, ერთი კონკრეტული ქეისი გამოვყო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა [ნარკოტიკულ საშუალებას] 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი. ჩვენ მიერ რამდენიმე არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი.

სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავში, ქუთაისში, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში. კონკრეტულად ამ ლოკაციაზე (ფონიჭალა) დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, რისი რაოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ამას ექსპერტიზა დაადგენს“, -განაცხადა კუპატაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S