Accentnews.ge
მედია: ვატიკანის ელჩი პეკინს ეწვევა უკრაინის შესახებ "სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის"

მედია: ვატიკანის ელჩი პეკინს ეწვევა უკრაინის შესახებ "სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის"

12/09/2023 10:13:12 მსოფლიო

რომის პაპის წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი სამშაბათს გაემგზავრება პეკინში მიზნით, ხელი შეუწყოს უკრაინაში ომის დასრულებას,– იუწყება იტალიური გამოცემა La Repubblica.

კარდინალი ზუპი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს, მათ შორის, ჩინეთის პრემიერ–მინისტრ ლი ციანგთან.

პაპის წარმომადგენელი უკვე ეწვია კიევსა და მოსკოვს ივნისში, შემდეგ იმყოფებოდა ვაშინგტონში. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში ზუპის შეხვდა „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ გასამართად. 4 ივლისს მატეო ზუპიმ განაცხადა, რომ მუშაობს დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მექანიზმზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S