
რუსეთმა ქვეყნიდან ბულგარელი დიპლომატი გააძევა
05/12/2019 09:31:56 სხვა, მსოფლიო
მოსკოვმა ქვეყნიდან ბულგარელი დიპლომატი გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბულგარეთის ელჩს უკვე გადაეცა ნოტა, რომლის თანახმად, დიპლომატმა ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ბულგარეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით კი, ბულგარეთში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეზე ვიზა არ გასცა.
ბულგარეთი ნატო–სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, თუმცა, ამავდროულად რუსეთთან კულტურისა და ენერგეტიკის სფეროებში მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „სკრიპალების საქმის“ შემდეგ ბულგარეთმა განსხვავებით მისი ნატოელი და ევროპელი მოკავშირეებისგან რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებისგან თავი შეიკავა.