Accentnews.ge
პარლამენტმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე უარის თქმისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ მოქალაქეთა პეტიციის განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია

პარლამენტმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე უარის თქმისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ მოქალაქეთა პეტიციის განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია

12/09/2023 11:25:57 პოლიტიკა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოქალაქეთა პეტიციის განხილვა, რომლის მოთხოვნა იყო – უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის.

აღნიშნული პეტიცია პარლამენტში 6 084 მოქალაქის ხელმოწერით შევიდა და ბიუროს გადაწყვეტილებით, შესასწავლად და განსახილველად დარგობრივ კომიტეტს გადაეცა.

"სახელმწიფოს გააჩნია პოზიცია, რომ რუსეთს სანქციებს არ უწესებს იმიტომ, რომ ეს სანქციები, პირველ რიგში, მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებისკენ და იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა არგუმენტებით და პოზიციებით დასაბუთებული, თუ რატომ არ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს და რასაკვირველია, ვუერთდებით ყველა საერთაშორისო სანქციებს. [ამიტომ] კომიტეტი ვფიქრობთ, რომ მიზანშეუწონლად მივიჩნიოთ პეტიციის შესწავლა და შესაბამისად განხილვა სიღრმისეულად", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე.

კომიტეტის გადაწყვეტილება, პეტიციაზე უარი მისი წარდგენისა და დასაბუთების გარეშე ეთქვათ, პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურისტმა კახა წიქარიშვილმა მედიასთან გააპროტესტა:

„ვნახეთ, რომ პარლამენტში ამ თემაზე ლაპარაკის საშუალებაც კი არ მოგვცეს. მოთხოვნას ათასობით მოქალაქე აწერს ხელს, ჩვენ მათი მოთხივნა პარლამენტამდე მივიტანეთ, მაგრამ ლაპარაკის და პეტიციის დასაბუთების საშუალებაც კი არ მოგვცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ თემის ეშინია და საკითხს ტაბუ დაადო“.

პეტიციაზე ხელმომწერები აცხადებდნენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები არ უნდა იყოს იმ ფონზე, როცა:

  • რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება;
  • რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც იპყრობს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და ხოცავს მოსახლეობას;
  • რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი;
  • მაშინ, როცა ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და ქართველი მეომრები ეწირებიან უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას.

ამ პეტიციით მისი ხელმომწერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ:

  • დაწესებულიყო სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე;
  • არ აღდგენილიყო რუსეთთან პირდაპირი ფრენები.

2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S