
"აშშ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით შეშფოთებულია"
05/12/2019 10:12:13 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში, სწორედ, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სრულად უჭერენ მხარს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში.
„ასევე იმედი გვაქვს, რომ პოლიცია თანაბრად უპასუხებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა რუდმა.