Accentnews.ge
ბრიტანეთმა საქართველოს მოქალაქეებს სატრანზიტო მგზავრობისთვის სავიზო რეჟიმი დაუწესა

ბრიტანეთმა საქართველოს მოქალაქეებს სატრანზიტო მგზავრობისთვის სავიზო რეჟიმი დაუწესა

12/09/2023 13:31:04 პოლიტიკა

ბრიტანეთმა საქართველოდან და რუსეთიდან სატრანზიტო მგზავრებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები შეცვალა. 6 ოქტომბრიდან მათ ბრიტანული აეროპორტების გავლით ტრანზიტისთვის ვიზები დასჭირდებათ, - იუწყება "Forbes" ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდობით.

6 ოქტობრამდე იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი და ტურისტები ტრანზიტის განხორციელებას კვლავ უვიზოდ, 8 სექტემბრამდე შეძენილი ბილეთების საფუძველზე შეძლებენ.

როგორც ბრიტანეთის შსს-ში განმარტავენ, სავიზო რეჟიმის შემოღება შეამცირებს იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც ტრანზიტის საბაბით ქვეყანაში თავშესაფრის სათხოვნელად რჩებიან.

როგორც წესი, ნორმატიული აქტი ძალაში ბრიტანულ პარლამენტში განსახილველად წარდგენიდან არაუადრეს 21 დღისა შედის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თითქმის მაშინვე მოხდა. ეს იმ ვარაუდს უკავშირდება, რომ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებიდან მის ძალაში შესვლამდე პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიძლებოდა, გაზრდილიყო.

ცნობისთვის: 2018 წლიდან დღემდე რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები სისტემატიურად ლიდერობენ იმ პირთა შორის, რომლებიც ტრანზიტს ბოროტად, თავშესაფრის სათხოვნელად იყენებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S