Accentnews.ge
რუსული წყაროები: კადიროვმა ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრი სავარაუდოდ, ცოცხლად დამარხა

რუსული წყაროები: კადიროვმა ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრი სავარაუდოდ, ცოცხლად დამარხა

12/09/2023 14:49:36 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა ეჭვის გამო, რომ ის მოწამლეს, რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი ელხან სულეიმანოვი ცოცხლად დამარხა,– იუწყევა BILD–ის რუსული სამსახური ტელეგრამ–არხ ВЧК-ОГПУ–ზე დაყრდნობით, რომელსაც გამოცემა რუსეთის ძალოვან უწყებებთან აკავშირებს.

ირკვევა, რომ ჯანდაცვის ექს–მინისტრი 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ არავის უნახავს.

წყაროების ცნობით, კადიროვის გარემოცვაში სულეიმანოვზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

კადიროვის ახლობლებმა მისი დარწმუნება დაიწყეს, რომ ის მოწამლეს. იმავეს ფიქრობდა კადიროვიც და ბრაზობდა სულეიმანოვზე, რომელმაც, წყაროს ცნობით, პირადად გაუკეთა კადიროვს რიგი ინექციები. ჩენეთის ხელმძღვანელმა "გადაწყვიტა, რომ ჯანმრთელობის გაუარესება ამასთან იყო დაკავშირებული".

მოგვიანებით, 2022 წლის 25 ოქტომბერს ჩეჩნეთის მთავრობამ მოულოდნელად გამოაქვეყნა განკარგულება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ელხან სულეიმანოვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან ათავისუფლებს.

ВЧК-ОГПУ-ს წერს, რომ მას შემდეგ ის არავის უნახავს და მისი ხშირად განახლებად გვერდიც "ინსტაგრამზე" ამავე პერიოდიდან "დუმს".

„ამ ბრალდებების მტკიცებულება ჯერ არ არსებობს. მაგრამ ფაქტია, რომ კადიროვი ცნობილია თავისი სისასტიკით, როგორიცაა ჰომოსექსუალების წამება და მკვლელობა. შემზარავი ვიდეოების დახმარებით ცდილობდა, თავი წარმოეჩინა მარიუპოლისთვის ბრძოლაში მთავარ ჯალათად. მაგრამ ექსპერტები ეჭვით იყურებენ ჩეჩნური დანაყოფების მნიშვნელობას ამ ბრძოლებში", – უთხრა BILD-ს მიმომხილველმა რენე ჰარცკემ. ის კადიროვს "პუტინის სისხლიან ძაღლს" უწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S