12-09-2023 20:22:56 ევროპა
ევროკავშირი არ აპირებს რუსი მილიარდერის ფარხად ახმედოვას და РБК –ს მედია ჰოლდინგის მფლობელის გრიგორი ბერეზკინის წინააღმდეგ ადრე დაწესებული სანქციების გაგრძელებას, – წერს Reuters.
წყაროების ინფორმაციით, სანქციების სიიდან ახმედოვასა და ბერეზკინის გარდა ამოიღებენ რუსული კომპანია „ოზონის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ალექსანდრე შულგინს, რომლის მიმართ შეზღუდვები 6 სექტემბერს გააუქმა ევროპულმა სასამართლომ.
Reuters-ის თანამოსაუბრეებს არ დაუკონკრეტებიათ, რა გახდა ახმედოვასა და ბერეზკინის ევროკავშირის სანქციების სიიდან შესაძლო ამოღების მიზეზი. სააგენტო აღნიშნავს, რომ სამი რუსის წინააღმდეგ სანქციების ვადა იწურება 15 სექტემბერს, შეზღუდვები ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახლდება.
შულგინი, ახმედოვა და ბერეზკინი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის გაზაფხულზე მოხვდნენ, როგორც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებიც სარგებლობენ რუსული რეჟიმით. მანამდე სამივემ შეიტანა სარჩელი ევროკავშირის სასამართლოში მათზე ადრე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით.
მთლიანობაში, ევროსასამართლოს მონაცემებით, რუსმა ბიზნესმენებმა სანქციების მოხსნის შესახებ 60-მდე სარჩელი შეიტანეს.