ვოლგოგრადში რუსული სუ-24–ის ბომბდამშენი ჩამოვარდა
12-09-2023 23:46:36
მსოფლიო
რუსეთის ვოლგოგრადის რაიონში სუ-24–ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი გეგმიური სასწავლო ფრენის დროს დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა და რომ მას საბრძოლო მასალა არ ჰქონია. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი – მი-8 გაგზავნეს.
"ბაზას" ცნობით, ავარია მოხდა კალაჩევსკის რაიონში. ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. მათი ბედი უცნობია.
„სავარაუდოდ, პილოტებთან დაკავშირებით საქმე ცუდადაა. ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“, - ამბობს V1-ის წყარო.
ბომბდამშენი რადარებიდან აფრენიდან მალევე, დაახლოებით 19:00 საათზე გაქრა. ავარიის ზონაში სამი ხანძარი გაჩნდა.
ეს არის მეცხრე საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ჩამოვარდა რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში 2023 წლის დასაწყისიდან:
- 12 აგვისტოს კალინინგრადის რაიონში სუ-30 გამანადგურებელი ჩამოვარდა. ეკიპაჟი დაიღუპა.
- თებერვლის დასაწყისში, საბრძოლო მისიის შესრულების შემდეგ, თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა ბელგოროდის რეგიონში. პილოტი გარდაიცვალა.
- აპრილში MiG-31 გამანადგურებელი ჩამოვარდა მურმანსკის რაიონში, მფრინავებმა მოახერხეს კატაპულტირებაა.
- მაისში, რუსეთის საჰაერო ძალების საჰაერო ჯგუფი, მათ შორის Mi-8 ვერტმფრენი, სუ-34 გამანადგურებელი-ბომბდამშენი და სუ-35 გამანადგურებელი, ჩამოვარდა ბრიანსკის რეგიონში. 9 ადამიანი დაიღუპა.
- 24 ივნისს ვორონეჟის რაიონში "ვაგნერის" აჯანყების დროს ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების Il-22M. ეკიპაჟის 10-ვე წევრი დაიღუპა.
- ივლისში MiG-31 გამანადგურებელი ჩამოვარდა კამჩატკას რეგიონში.
- Su-25 თავდასხმის თვითმფრინავი აზოვის ზღვაში ჩავარდა იესკის მახლობლად.