Accentnews.ge
ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის თბილისში 2 პირი დააჯარიმეს

ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის თბილისში 2 პირი დააჯარიმეს

05/12/2019 11:08:24 სხვა, სამართალი

ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის თბილისში 2 პირი დააჯარიმეს, - იუწყება „თანასწორობის მოძრაობა“.

ამავე წყაროს ცნობით, ტრანსგენდერი ქალებს სამმა მოქალაქემ სიტყვიერი შეუარაცხყოფა მიაყენა ტრანსფობიურ ნიადაგზე. შემთხვევა 6 ნოემბერს მოხდა. დაჯარიმებული პირები ტრანსგენდერ ქალებს დასცინოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ეკითხებოდნენ, რომელს ერქვა მამაკაცის სახელი.

„ამ შეურაცხყოფის საპასუხოდ, ტრანსგენდერმა ქალებმა გამოიძახეს პოლიცია, პოლიციამ კი ადგილზე მისვლის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, როგორც აღნიშნული სამი პიროვნების, ასევე დაზარალებული ტრანსგენდერი ქალების მიმართაც“,- ნათვაქმია „თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის თანახმად, 4 დეკემბერს სასამართლოს დადგენილებით შეწყდა სამართალწარმოება ტრანსგენდერი ქალების მიმართ, ხოლო მათი შეურაცხყოფისთვის ორი პირი დამნაშავედ ცნეს წვრილმანი ხულიგნობაში და 500- 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S