ირაკლი კობახიძე – აშშ–ის სამხედრო ბაზაზე: ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას?!
13/09/2023 07:49:43 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "არასერიოზულს" უწოდებს "მთავარი არხის" გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 2 წლის წინ საქართველომ ქვეყანაში სამხედრო ბაზის აშენებაზე აშშ-ს უარი განუცხადა.
მისი თქმით, "ამ ინფორმაციის გამავრცელებელი წყარო, სასაცილოა, რაც ამ საკითხს არასერიოზულს ხდის":
„ლიკა ვიღაც გვარი ეწერა, რომელიც არის ამ ამბის გამავრცელებელი, ეს ხომ არასერიოზულია. მეორე, ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატო-ს წევრობა. თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატო-ს ქოლგა. რა თქმა უნდა, არავითარი ბაზა, ზოგადად, არ არის უსაფრთხოების გარანტია. რაც შეეხება ამ ინფორმაციას, წყარო არის სასაცილო, დანარჩენზე კომენტარის გაკეთება არ ღირს. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ? ნატო-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული“,- განაცხადა კობახიძემ.


