Accentnews.ge
კალაძე: სააკაშვილის ფრენებზე ფული ბიუჯეტიდან იხარჯებოდა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს

კალაძე: სააკაშვილის ფრენებზე ფული ბიუჯეტიდან იხარჯებოდა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს

13/09/2023 09:22:15 პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განხორციელებული ფრენებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზანშეწონილობით.

„არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: 11 სექტემბერს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის გამოძიების დაწყებას მოთხოვენ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.

ამასთან, პარტია „ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. ინიციატივა ეყრდნობა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და მისი ვაჟის ჩარტერული რეისით მგზავრობას უკავშირდება.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით გაემგზავრა, ხოლო, იქიდან აშშ-ის მიმართულებით - რეგულარული რეისით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.

12 სეტქემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძემ განცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში კერძო პირმა ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S