
გვარამია სუს-ში დაიბარეს
05/12/2019 11:57:28 სხვა, სამართალი
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი უწყება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გვარამია უწყებაში გამოკითხვაზე მოწმის სახით 6 დეკემბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
ნიკა გვარამიას განმარტებით, საქმე ეხება მის „ფეისბუქ სტატუსს“.
„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.