Accentnews.ge
ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ამდენი ადამიანისთვის საქართველოში

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ამდენი ადამიანისთვის საქართველოში

13/09/2023 09:41:58 პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 13 სექტემბერს ყოველწლიურ გამოსვლაში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია. საქართველოსთან მიმართებით კი აღნიშნა, რომ იცის რამდენი ადამიანისთვისაა მნიშვნლვანი კანდიდატის სტატუსი.

„უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია .დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია. მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ამდენი ადამიანისთვის საქართველოში", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

2022 წელს ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

2023 წლის ოქტომბერში გაირკვევა, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს პროგრესს ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ და გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S