
„შეცვალეს“ წევრებმა გომელაურს შსს-ში კანონი "პოლიციის შესახებ" დაუტოვეს
05/12/2019 12:01:58 სხვა, საზოგადოება
სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართეს მოთხოვნით, „პოლიცია ქვეყნის სამსახურში იყოს“. გარდა ამისა, მოძრაობის წევრმა უწყებაში „პოლიციის შესახებ“ კანონის ასლიც დატოვეს და იმედი გამოთქვეს, რომ მას ვახტანგ გომელაური წაიკითხავს.
„სიმბოლურად მოვიტანეთ 90-იანების პოლიციელების ე.წ გაიშნიკის ჯოხი და დავწერეთ განცხადება, მოვიტანეთ „პოლიციის შესახებ“ კანონი, რომელიც დავტოვეთ კანცელარიაში და იმედია, შინაგან საქმათა მინისტრი მას წაიკითხავს. განცხადებაში ვთხოვეთ მას, რომ ის იყოს ქვეყნის სამსახურში და შეცვალოს დღევანდელი რეალობა ჩვენთან ერთად და არ დაგვაბრუნოს იმ ეპოქაში, როდესაც ამ ჯოხებს იყენებდნენ პოლიციელები და როდესაც ისინი ღიად თანამშრომლობდნენ კრიმინალურ სამყაროსთან. განცხადება ჩაიბარეს. ჯოხზე მითხრეს, ვერ ჩავიბარებთო, მაგრამ კეთილი ნების საფუძველზე მაინც დაიტოვეს,“ - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა ნიკა ფარულავამ.