Accentnews.ge
ომბუდსმენი  - აჭარის ტელევიზიაზე: "საქმე სახიფათო პროცესებთან გვაქვს"

ომბუდსმენი - აჭარის ტელევიზიაზე: "საქმე სახიფათო პროცესებთან გვაქვს"

05/12/2019 12:12:34 სხვა, საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჭარის ტელევიზიის და რადიოს ჟურნალისტებისგან მიღებულ ინფორმაციას საკმაოდ შემაშფოთებელს უწოდებს. შეხვედრა 5 დეკემბერს შედგა.

„შევხვდი საინფორმაციო საშუალებების და კრიტიკული კონტენტის შემქმნელ ჟურნალისტებს. ვხედავ, რომ ამ საკითხებთან მიმართებით ჟურნალისტების ხედვა და პოზიცია არის ერთიანი“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენი ჟურნალისტებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, "საქმე გვაქვს საკმაოდ სახიფათო პროცესებთან": 

„არა მგონია, რომ ეს ყველაფერი ეხებოდეს ცალკეულ ჟურნალისტებს. თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, რომ რეალურად საფრთხის ქვეშ დგება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული მაუწყებლობა და ჟურნალისტების საქმიანობის დამოუკიდებლობა. ყოველ შემთხვევაში, მათ აქვთ ეს განცდა და კონკრეტული ფაქტებით საუბრობდნენ“.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველი სრულად უჭერს მხარს ჟურნალისტების დამოუკიდებლობას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის პრინციპს და მონიტორინგს გაუწევს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესს. დღესვე ნინო ლომჯარია შეხვდება რეგიონული მაუწყებლის დირექტორს გიორგი კოხრეიძეს.

4 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გიორგი კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და შანტაჟში დაადანაშაულეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S