კახა კალაძე: თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი
13/09/2023 10:43:47 პოლიტიკა
„თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყანა გახადეთ NATO-ს წევრი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას.
კალაძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რომლის თანახმადაც, 2 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული ბაზის გახსნაზე.
კალაძემ თქვა, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.
„ერთადერთ რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს - ეს არის NATO-ს წევრობა. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი!“, - განაცხადა კალაძემ.


