
თემურ ნადარაიამ თანამდებობა დატოვა
05/12/2019 12:18:16 კონფლიქტები
გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოზიციას ომარ ბგანბა დაიკავებს, რომელიც მანამდე დაბა გულრიფშის დე ფაქტო ადმინისტრაციას ხელმძვანელობდა.
როგორც აფხაზური მედია წერს, დღეს ის თანამშრომლებს დაემშვიდობა, თუმცა გადაწყვეტილების მოტივებზე საუბარი არ არის.
ამავე წყაროს ცნობით, როგორც ნადარაიამ აღნიშნა, მომავალ ორშაბათს დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულებას ახალი ხელმძღვანელი შეუდგება და სთხოვა თანამშრომლებს, მას მხარუ დაუჭირონ.